Thumbnail

პრეზიდენტი უკვე ესაუბრა - ტიერი ანრის შეიძლება ფრანგული კლუბი ჩააბარონ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბორდოში ვლადიმირ პეტკოვიჩი შეიძლება ტიერი ანრიმ შეცვალოს
  • ფრანგს მთავარ მწვრთნელად მონაკოსა და მონრეალში აქვს ნამუშევარი

ტიერი ანრი შესაძლოა ბორდოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ფრანგული კლუბი მიმდინარე სეზონში წარუმატებლად თამაშობს, რის გამოც მწვრთნელის შეცვლა დღის წესრიგში დადგა.

მას შემდეგ, რაც ბორდომ ბოლო ტურის მატჩი რენთან 0:6 წააგო, ვლადიმირ პეტკოვიჩის გათავისუფლება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ბოსნიელმა ბორდო ზაფხულში ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც შვეიცარიის ნაკრები დატოვა, მაგრამ საკლუბო დონეზე დაბრუნება მისთვის პოზიტიური არ გამოდგა.

RMC Sport-ის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი ჟერარ ლოპესი უკვე დაუკავშირდა და პირადად ესაუბრა ტიერი ანრის, რომელიც ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტია. ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს მთავარ მწვრთნელად მონაკოსა და მონრეალში უმუშავია, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებების გარეშე.

ბორდო ლიგა 1-ში 21 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მხოლოდ სენტ-ეტიენს უსწრებს. ამგვარად, ჟირონდელებს სეზონის დარჩენილ ნაწილში ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის დიდი ბრძოლა მოუწევთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები