Thumbnail
  • ლეხ პოზნანი 1:2 დინამო ბათუმი
  • გოლები: 1:0 რამირესი (14-პენ), 1:1 მამუჩაშვილი (45+3), 1:2 გაფრინდაშვილი (59)
  • შემდეი მეტოქე გდანსკის ლეხიაა

თურქეთის შეკრებაზე, ბელეკში მყოფმა საქართველოს ჩემპიონმა დინამო ბათუმმა პირველი სპარინგი გამართა - ნიკა კვეკვესკირის ლეხს 2:1 მოუგო. გია გეგუჩაძის გუნდმა თამაშის შეტრიალება მას მერე შეძლო, რაც მის კარში ორი პენალტი დაინიშნა. 

შეხვედრის სტარტზე მოედანზე ბურთს დინამო ბათუმი აკონტროლებდა, მაგრამ ზარიას უხეშობას პენალტი მოჰყვა, ესპანელმა დანი რამირესმა ალავიძეს აჯობა. 12 წუთში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა ქართული კლუბის კარში, მაგრამ ალავიძემ საკუთარი შეცდომა გამოასწროა და ვალდეს ბურთი აუღო. ტაიმის მიწურულს მესამე პენალტიც ვიხილეთ, ამჯერად, პოლონელთა კარში - მეტოქე გრიგოლ ჩაბრაძეს ეუხეშა და ვლადიმერ მამუჩაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 

დინამო ბათუმმა 2:1 ბოლომდე შეინარჩუნა

გეგუჩაძემ შესვენებაზე თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა. გადამწყვეტი თორნიკე გაფრინდაშვილის მოჭრილი დარტყმა გამოდგა 59-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა 24 წლის ფეხბურთელმა გაიტანა და დინამო ბათუმს გამარჯვება მოუტანა. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, ლეხის ნახევარმცველმა 64-ე წუთიდან ითამაშა. გამოვარჩევთ მის საჯარიმო დარტყმას, რომელიც ბეგაშვილმა მოიგერია. 

დინამო ბათუმი 23 იანვარს (18:30-ზე თბილისის დროით) ისევ პოლონურ გუნდს ეთამაშება - გდანსკის ლეხიას. 

ლეხ პოზნანი 1:2 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 რამირესი (14-პენ), 1:1 მამუჩაშვილი (45+3), 1:2 გაფრინდაშვილი (59)

დინამო ბათუმი (სასტარტო): ალავიძე - ჩაბრაძე, კობახიძე (კაპ), აზაცკი, აზაროვი - რადინი, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ზარია, დენკოვიჩი - ჯოვინო

კომენტარები

ბოლო ამბები