Thumbnail

ილია თოფურია: ქართველებიდან UFC-ს ჩემპიონობის საუკეთესო შანსი დვალიშვილს აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

UFC-ს მებრძოლმა ილია თოფურიამ თანამემამულე მებრძოლების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ქართველებს დაბადებიდანვე აქვთ ის თვისებები, რაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ.

თოფურიას აზრით, მერაბ დვალიშვილს ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ საქართველოს ისტორიაში UFC-ის პირველი ჩემპიონი გახდეს.

"ქართველებს აქვთ ის თვისებები, რაც მებრძოლებს სჭირდებათ - "კვერცხები" და გული. ეს არის ის, რისი სწავლა და მომზადება შეუძლებელია. რომელ ქართველ მებრძოლს აქვს საუკეთესო შანსი, რომ UFC-ის ისტორიაში პირველი ჩემპიონი გახდეს? რეალურად თუ ვიფიქრებთ, მაშინ მერაბ დვალიშვილს, მაგრამ საკმაოდ კონკურენტუნარიან დივიზიონშია. ასე რომ, არ ვიცი, რამდენად სწრაფად იბრძოლებს ქამარზე. რა თქმა უნდა, მეც მაქვს ჩემპიონობის კარგი შანსი, გურამ ქუთათელაძესაც დიდი შანსი აქვს. ჩემპიონობა ფაქტობრივად ყველას შეუძლია, მათ შორის გიგა ჭიკაძესაც, თუ ტიტულისთვის ბრძოლაში წარმატებით დაბრუნდება", - თქვა თოფურიამ Championat-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას MMA-ში 11 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, ხოლო UFC-ში გამარჯვება 3-ჯერ იზეიმა. 24 წლის ქართველ მებრძოლს 23 იანვარს შარლ ჟურდენთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრძოლა ჩაიშალა.

კომენტარები

ბოლო ამბები