Thumbnail

GAMING | საკალათბურთო კლუბმა ოლიმპი თბილისმა eSports-ის გუნდი შექმნა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ოლიმპი თბილისმა NBA 2K-ში გუნდი დააკომპლექტა
  • მიზანი მსოფლიოს დიდ ტურნირებში მონაწილეობაა
  • გუნდი 5 უცხოელი და 1 ქართველი გეიმერისგან შედგება

საკალათბურთო კლუბმა ოლიმპი თბილისმა საკუთარი eSports-ის გუნდი შექმნა. ქართულ გეიმინგსივრცეში ოლიმპი კალათბურთის პირველი გუნდია, რომელიც გეიმინგის მიმართულებით იასპარეზებს. კლუბის გეიმერები ძალებს NBA 2K-ში მოსინჯავენ.

ოლიმპის eSports-ის გუნდი 5 უცხოელი და 1 ქართველი გეიმერისგან შედგება. ორგანიზაცია მსოფლიოს ყველაზე დიდ ტურნირებში მონაწილეობას გეგმავს. როგორც ოლიმპის მენეჯერმა, გიორგი გუგეშაშვილმა პოპსპორტთან საუბრისას განაცხადა, მათი მიზანი საქართველოში eSports-ის განვითარებაა, ხოლო სამომავლოდ, გუნდის მთლიანად ქართველი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებას აპირებენ.

ოლიმპის eSport-ის გუნდი ევროპის უძლიერეს გუნდებს დაუპირისპირდება

ოლიმპი თბილისის eSport-ის გუნდი EPAA European Pro Am Association-ის ტურნირზე მონაწილეობს, რომელშიც საკმაოდ დამაჯერებულად გამოიყურება. მათი მომდევნო გამოწვევა 2K IES LEAGUE-ზე თამაშია, სადაც ევროპის უძლიერეს გუნდებს დაუპირისპირდებიან. მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია Twitch-ის პლატფორმაზე გაშუქდება. 

გიორგი გუგეშაშვილი (ოლიმპი თბილისის გენერალური მენეჯერი): “რამდენიმე კვირის წინ კლუბის პრეზიდენტთან, ნუგზარ აბულაძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეწყო ინოვაციურ პროექტზე მუშაობა. eSports-ს დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს და გვინდოდა, რომ საქართველოში მის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. თავდაპირველად, პროფესიონალური გუნდის შექმნა 2K-ში გადავწყვიტეთ, რომელიც გამოცდილი უცხოელი მოთამაშეებით დავაკომპლექტეთ და მას კოკი დვალიშვილი უხელმძღვანელებს. საბოლოოდ გვინდა, რომ გუნდი ქართველი მოთამაშეებით შევავსოთ. ჩვენი მიზანი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და ქვეყანაში Esports-ში ჩართულობის გაზრდაა. იმედი გვაქვს, ეს პროექტი წარმატებით გაგრძლედება”.

კომენტარები

ბოლო ამბები