Thumbnail

'რადგან ეს ბოლო ბრძოლაა' - ტოჩინოშინმა ელიტაში ადგილი უკვე შეინარჩუნა?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

წლის პირველ ბაშოზე ტოკიოში ყოფილმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) უვატენაგეს ილეთი ყოფილი სეკივაკე ოკინოუმი დაამარცხა და გადამწყვეტი დღის წინ 7-7 ბალანსი გაუხდა. 23 იანვარს, ჰაცუ ბაშოს უკანასკნელ დღეს ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა იჩინოჯოს ხვდება, ყოფილ სეკივაკესთან ურთიერთშეხვედრებში ქართველი სუმოისტი 16:9-ს იგებს, თუ კვირასაც დაამარცხებს მას, ზედიზედ 6 უარყოფითი ბაშოს შემდეგ, პირველად დაასრულებს სუპერტურნირს დადებითი ბალანსით და რეიტინგშიც წინ წაიწევს. წაგების შემთხვევაში, მას რეიტინგში უკუსვლა გარანტირებულია აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, ჯურიოს დივიზიონში დაშვება მას აღარ ემუქრება.

ყოფილი სეკივაკე უვატენაგეს ილეთით დაამარცხა

მას შემდეგ, რაც ოკინოუმი დაამარცხა, ტოჩინოშინმა 7 მოგებით მაკუუჩი დივიზიონში ადგილი დაიბევა. ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის, თუმცა იაპონური მედია დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ტოჩინოშინმა დაქვეითებისგან თავი უკვე გადაირჩინა. უკვე გავარდნენ: ჰიდენოუმი, კაისეი და ცურუგიშო, ოჰოს (7-7) ბედი კი ბოლო დღეს გადაწყდება.

"ხვალ თავგანწირულად უნდა ვიბრძოლო, რადგან ეს ბოლო ორთაბრძოლაა", - განუცხადა sanspo.com-ს ქართველმა სუმოისტმა, რომელიც ამჟამად დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა. 


საინტერესოა, ბრძოლა იმპერატორის თასისთვის. დიდ ჩემპიონ ტერუნოფუჯის 11-3 ბალანსი აქვს და მხოლოდ სეკივაკე მიტაკეუმის (12-2) ჩამორჩება, თუმცა 11-3 ბალანსი აბის (მე-6 მაეგაშირა) და კოტონოვაკასაც (მ 14) აქვთ. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ტერუნოფუჯი მიტაკეუმის დაუპირისპირდება. აბი და კოტონოვაკა ერთმანეთს ხვდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები