Thumbnail

'გარემოს დაცვა ჩვენი პრიორიტეტია' - ფორმულამ საავიაციო შოუს ტრადიცია გააუქმა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სამხედრო საავიაციო შოუ, რბოლის წინ აღარ მოეწყობა
  • თუმცა, კერძო პირები და კომერციული კომპანიები ლიცენზიას ისევ მიიღებენ

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ფორმულა 1-ის ადმინისტრაციამ, რბოლის წინ ტრადიციული სამხედრო საავიაციო შოუების სერია გააუქმა.

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ არ სურთ ძალოვან სტრუქტურებთან კავშირის გამო, სხვადასხვა სახის გეო-პოლიტიკური განცხადებების ადრესატი იყონ.

ისეთი საავიაციო ჯგუფები, რომლებიც სამხედრო სტრუქტურებთან არ ასოცირდებიან, რბოლის წინ შოუს ტრადიციის შეინარჩუნებენ, მაგალითად ბრიტანული 'Red Arrows' ლიცენზიას ისევ მიიღებს, ასევე მოქალაქეთა რეგისტრირებული თვითმფრინავები და კომერციული ავია კომპანიები, რომელთა ხომალდებიც ე.წ. "ბიო-საწვავს" იყენებენ.

ცნობილია ისიც, რომ 2026 წლისათვის, ფორმულა 1-ის ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილე ყველა საჯინიბო მხოლოდ ბიო-საწვავს გამოიყენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები