Thumbnail
  • იურგენ კლოპმა ლივერპულის ფანები ლუდით დაასაჩუქრა
  • გულშემატკივრებს გერმანელი კიდევ უფრო მეტად შეუყვარდათ

გარდა სპორტული დამსახურებებისა, სწორედ ასეთი COOL-ჟესტების გამო უყვართ იურგენ კლოპი ასე ძალიან…

კრისტალ პალასთან მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ, ლივერპულის 54 წლის მთავარი მწვრთნელი გუნდის ავტობუსიდან სპეციალურად იმისთვის ჩამოვიდა, რომ მერსისაიდელი გულშემატკივრებისთვის რამდენიმე ლუდი ეჩუქებინა.

კლოპი განსაკუთრებით კარგ ხასიათზე იყო იმის გამო, რომ მისმა გუნდმა მანჩესტერ სიტის წარუმატებლობა (1:1 საუთჰემპტონთან) გამოიყენა და ლიდერს 9 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა. ეს მაინც დიდი ჩამორჩენაა, მაგრამ ლივერპულს სიტიზე ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. 

კლოპმა განსაკუთრებით მეკარე ალისონ ბეკერი შეაქო: “ალისონს ვუთხარი, დიდი მადლობა, რომ გადაგვარჩინე-მეთქი. სწორედ ეს არის ჩემი საქმეო, მიპასუხა… ცხადია, ძალიან მაგარია, რომ უმაღლესი კლასის მეკარე გვყავს.”

ახლა, ლივერპულს ორკვირიანი პაუზა აქვს. კლოპის გუნდი 6 თებერვალს, ასოციაციის თასზე კარდიფს დაუპირისპირდება, მერე კი სადიო მანე და მოჰამედ სალაჰიც დაბრუნდებიან აფრიკის თასიდან, რომლის ფინალი 6 თებერვალსაა დაგეგმილი. პრემიერლიგის მომდევნო მატჩი ლივერპულს 10 თებერვალს, ლესტერთან ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები