Thumbnail

თედიაშვილმა სარეიტინგო ტურნირი მოიგო და მსოფლიო თასების ეტაპებზე გამოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დავით თედიაშვილმა დიდ ფინალში იაპონელ, შვეიცარიელ და ავსტრიელ მეტოქეებს აჯობა
  • შვეიცარიაში მან ქულები სქი კროსის ევროპის თასის ეტაპებზეც მოიპოვა

საქართველოს სქი კროსის ნაკრების წევრმა დავით თედიაშვილმა შვეიცარიის ქალაქ ლენკში გამართულ ევროპის თასზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თედიაშვილმა თავდაპირველად მონაწილეობა ევროპის თასის ეტაპებში მიიღო და ორივე შემთხვევაში მე-15 შედეგი აჩვენა, რის წყალობითაც საერთო ჩათვლაში 16-16 ქულა გამოიმუშავა. 29 წლის ქართველმა სპორტსმენმა გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სარეიტინგო შეჯიბრებაში, სადაც პირველობა არავის დაუთმო და ჩემპიონი გახდა.

თედიაშვილი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც ავსტრიელ, ფრანგ და შვეიცარიელ მეტოქეებს აჯობა, მეოთხედფინალში 2 ავსტრიელი და ავსტრალიელი მეტოქე მოიტოვა უკან, ნახევარფინალში კი 2 შვეიცარიელ და ავსტრალიელ სპორტსმენს აჯობა. შედეგად, დავითი დიდ ფინალში გავიდა, სადაც იაპონელი, შვეიცარიელი და ავსტრიელი მოწინააღმდეგები დაჯაბნა და 150 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ შედეგის წყალობით, დავით თედიაშვილმა FIS-ის მსოფლიო თასების ეტაპებში მონაწილეობის უფლება მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები