Thumbnail

NCAA | ოთხმეზური დაბრუნდა, იუტა კონფერენციაში პირველად დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ქალთა NCAA-ში ერთმატჩიანი არყოფნის შემდეგ ითამაშა ნატალია ოთხმეზურმა - მისი სამხრეთ იუტას უნივერსიტეტი (9-6 ბალანსი სეზონში, 5-1 კონფერენციაში) სტუმრად აიდაჰო სტეიტთან დამარცხდა - 60:80. ეს ქართველი ლეგიონერის გუნდის პირველი წაგება იყო "ბიგ სქაის" კონფერენციაში. ნატალია სასტარტოში არ იყო, მან 16 წუთი ითამაშა და გუნდს 5 ქულით დაეხმარა (1 სამქულიანი). მატჩის დასრულებამდე სამი წუთი რჩებოდა, როცა ოთხმეზურის შედეგიანი სროლის შემდეგ ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, თუმცა ამის შემდეგ მასპინძლებმა გაქცევა მოაწყეს და 20-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

📺 | ნატალია ოთხმეზურის სამქულიანი აიდაჰოსთან

ნატალია ოთხმეზურმა სავიზო პრობლემების გამო, სეზონის სტარტი გამოტოვა. მან სულ მე-10 მატჩი ითამაშა სენდერბერდსის შემადგენლობაში. ქართველი კალათბურთელი საშუალოდ 6.7 ქულას და 1.8 მოხსნას აკეთებს კოლეჯთა ლიგაში. ამაღამ სამხრეთ იუტა ვებერ სტეიტს ეთამაშება.  

კომენტარები

ბოლო ამბები