Thumbnail
  • ოლიმპიურ სასახლეში ქართული კიბერსპორტის უდიდესი ტურნირი მიმდინარეობს
  • FIFA 22-ის შემდეგ, გამარჯვებული League of Legends-შიც გამოვლინდა
  • ჩემპიონმა გუნდმა 6000 ლარი მიიღო
  • უყურეთ LIVE-ს: ევროპაბეთის TWITCH-ზე და Cyber TV-ის YOUTUBE არხზე

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ქართული გეიმინგისთვის უპრეცედენტო ტურნირის, “ევროპაბეთის ზამთრის თასის” დასკვნითი ღონისძიება, გრანდ ფინალი იმართება, რომელიც საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და ევროპაბეთის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ტარდება. საქართველოში მსგავსი მასშტაბის ჩემპიონატი აქამდე არ ჩატარაბულა - ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ლარია.

გრანდ ფინალი 12:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 10 საათი გაგრძელდება. პირდაპირი ტრანსლაცია Cyber TV-ის YOUTUBE არხსა და ევროპაბეთის TWITCH-ზე მიმდინარეობს. ღონისძიებაზე დაიშვებიან მწვანე პასპორტის მქონე მაყურებლები, დასწრება თავისუფალია.

"ევროპაბეთის ზამთრის თასზე" პირველი ფინალი FIFA 22-ში გაიმართა, რომელიც ზუკო ჯიბლაძემ მოიგო. მომდევნო ჩემპიონი League of Legends-ში გამოვლინდა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში ერთმანეთს Remex's Funeral და Grave Diggers დაუპირისპირდნენ. ისინი ერთმანეთს WINTER CUP-ის პლეი ოფშიც შეხვდნენ, სადაც გამარჯვება Grave Diggers-ის ხუთეულს დარჩა. Remex's Funeral კი რევანშის აღებას ცდილობდა. საბოლოო ჯამში, დაძაბულ და სანახაობრივ ფინალში ჩემპიონობა სწორედ Remex's Funeral-მა მოიპოვა.

"ძალიან მაგარი ფინალი იყო. პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ ამის მერე დავილაპარაკეთ, მოვბილიზდით და საბოლოოდ გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ძალიან გაგვიხარდა, თან ასეთი მაგარი ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა, ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული. ასეთი შეჯიბრებების არსებობა უდიდეს სტიმულს გვაძლევს, რომ გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც ძალიან გვსიამოვნებს და გვიყვარს. იმედი მაქვს, რომ მსგავსი შეჯიბრები მომავალშიც გაიმართება," - თქვა გამარჯვებული გუნდის წევრმა გიორგი ბარბაქაძემ.

დღეს ჩემპიონები კიდევ 4 სახეობაში გამოვლინდებიან. ღონისძიებას CS:GO დახურავს, რომელიც დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

ტურნირმა სტარტი 13 ნოემბერს აიღო და ექვს სახეობაში მიმდინარეობდა - DOTA 2, CS:GO, League Legends, Pubg Mobile, FIFA 22 და TEKKEN 7. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ორ ნაწილად დაიყო: პირველ ეტაპს საქართველოს ეროვნული ლიგა ერქვა, რომელშიც საუკეთესო გუნდები და მოთამაშეები "ევროპაბეთის ზამთრის" თასზე მოსახვედრად იბრძოდნენ.

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა. მათგან ერთი, რატი ნანავა eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, MMA-ს მებრძოლ სოფია ბაღიშვილთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან.

კომენტარები

ბოლო ამბები