Thumbnail
  • 'მაღალი კლასის მძიმე ფორვარდია, თუმცა, დამოკიდებული მოთამაშეა'
  • ცნობილი რუსი კომენტატორის პასუხი გულშემატკივარს

ცნობილმა რუსმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ თავის კონფერენციაზე მოსკოვის ცსკა-ს წევრ თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა. მან გულშემატკივარის კითხვას გასცა პასუხი, შეიძლება თუ არა საჩემპიონო გუნდის აწყობა ქართველი კალათბურთელის ირგვლივ? აი, როგორია გომელსკის პასუხი:

“შენგელია მაღალი კლასის მძიმე ფორვარდია, თუმცა, დამოკიდებული მოთამაშეა. იმისთვის, რომ ბურთი კალათში გადაგზავნოს, ის ხელსაყრელ პოზიციაში უნდა მიიღოს. მისთვის უბრალოდ პასის გაკეთება, როდესაც ფარისკენ ზურგით იმყოფება, ცოტაა. თორნიკეს არა მხოლოდ სივრცე სჭირდება, არამედ, შესაბამისი მოძრაობაც. გამოდის, რომ საჭირონი არიან კალათბურთელები, რომლებიც მას სწორ პასებს მიაწვდიან, ცსკა-ს კი, ამ მომენტისთვის ასეთი მოთამაშეები არ ჰყავს”.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის შენგელია რუსულ გრანდში 2020 წელს სამწლიანი კონტრაქტით გადაბარგდა, მანამდე კი, 6 წელი ესპანურ ბასკონიაში თამაშობდა. ევროლიგის მიმდინარე სეზონში, 15 მატჩში შენგელიას საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 24:48 წუთი, 12.7 ქულა, 4.7 მოხსნა, 2.5 პასი. 14.1 სარგებლიანობის კოეფიციენტი.

კომენტარები

ბოლო ამბები