Thumbnail

'არაკაცებო, თავები გამოყავით' - ტაისონ ფიურიმ სამეულს მიმართა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • 'ბოშათა მეფემ' ინსტაგრამით სამ პოტენციურ მეტოქეს მიმართა
  • სატიტულო ბრძოლა უახლოეს თვეებში უნდა გაიმართოს

კრივის მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ ინსტაგრამის საშუალებით პოტენციურ მეტოქეებს - ენტონი ჯოშუას, ოლეკსანდრ უსიკსა და ილიან უაითს მიმართა.

“ამ შეკითხვას უკვე დიდი ხანია ვსვამ, მაგრამ პასუხი ისევ არ მაქვს. უახლოეს შაბათ-კვირას ბრძოლისთვის მზად ვარ, 3 კვირის მანძილზე ვვარჯიშობდი. რამდენხნიანი მომზადება სჭირდება ადამიანს? ჯოშუა ლაჩარია, უსიკი მშიშარა, დილიან უაითს კი ჩხუბი არ უნდა. თქვე ლაჩრებო, თუ საპირისპიროს დამტკიცება გინდათ, წყეულ ბრძოლაზე დამთანხმდით. რეალურად, ყველანი ლაჩრები და ქუჩის მაწანწალები ხართ. კომბოსტოს სველი ფურცლებიდან ერთ-ერთი მაინც მეჩხუბეთ.

ვიდეოს ჩაწერას მანამდე გავაგრძელებ, სანამ ამ ლაჩრებისაგან ერთი მაინც ბრძოლას არ დათანხმდება. გამოდით და იბრძოლეთ განავლით სავსე ტომრებო. ჯოშუა, უსიკ, უაით - არ მადარდებს, რომელ თქვენგანს ვეჩხუბები, გამოდით რინგზე, მე საუკეთესო და ყველაზე ძლიერი კაცი ვარ მათ შორის, ვინც კი დაბადებულა, თქვენ კი ლაჩრები და ფეკალიების სახლები ხართ. ყველა თქვენგანს მიწასთან გავასწორებ, თითოეულს ვადაზე ადრე მოგიგებთ, თავები გამოყავით არაკაცებო, მოდით და იჩხუბეთ,” - თქვა ფიურიმ ინსტაგრამის სთორიში. 

WBC ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონ ტაისონ ფიურის დილიან უაითთან უნდა ეჩხუბა. უაითი არ ჩანს, ალბათ, ბრძოლა არ სურს. WBO, WBA და IBF ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონ ოლეკსანდრ უსიკს კი მატჩ-რევანში ენტონი ჯოშუასთან უნდა გაემართა. ახლა უსიკი და ჯოშუა ბჭობენ - ბოლო ცნობებით, ბრიტანელს 15 მილიონი ფუნტის აღება და ფიური-უსიკის ბრძოლის გამართვა ურჩევნია, შემდეგ კი აბსოლუტურ ჩემპიონთან შეხვედრა სურს. თითქოს, ამ პირობაზე ყველა მხარე თანახმაა, თუმცა უსიკისა და ჯოშუას პრომოუტერები არსად ჩანან, ტაისონ ფიურის კი ბრძოლა სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები