Thumbnail
  • 4-20 თებერვალს პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება
  • ქართული დელეგაციისთვის ეს ზედიზედ მე-8 ზამთრის ოლიმპიადაა

4-20 თებერვალს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები გაიმართება. დღეს სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საბოლოოდ დამტკიცდა ქართული დელეგაციის შემადგენლობა. 

პეკინის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები 3 სახეობაში გამოვლენ - ფიგურულ ციგურაობაში, სამთო სათხილამურო სპორტში და ციგაობაში. სულ 9 სპორტსმენი იასპარეზებს. 

ქართველი სპორტსმენები პეკინი 2022-ზე

1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა 

2. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა 

3. კარინა საფინა - ფიგურული ციგურაობა 

4. გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა 

5. მარია კაზაკოვა - ფიგურული ციგურაობა 

6. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა 

7. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა 

8. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა

9. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა

ამ 9 სპორტსმენს ოლიმპიურ სოფელში 7 მწვრთნელი დაეხმარება. ქართული მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი იქნება. ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის  მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და  მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო დამოუკიდებლად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლილეჰამერის (ნორვეგია) ოლიმპიადიდან (1994 წ.) მონაწილეობს. ეს ზედიზედ მერვე ზამთრის ოლიმპიადაა საქართველოსთვის. სამწუხაროდ, მედლები ქართველებს არასდროს მოუპოვებიათ. 9 სპორტსმენი ახალი ქართული რეკორდია 

კომენტარები

ბოლო ამბები