Thumbnail

იმრანი როტორში? ლოკომოტივის ფეხბურთელი რუსული კლუბის შეკრებაზეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Матч ТВ-ის ინფორმაციით, თბილისის ლოკომოტივის ცენტრალური ნახევარმცველი იმრან ულად ომარი როტორის შეკრებაზე გამოცხადდა. 24 წლის მაროკოელი იმრანი ნიდერლანდების მოქალაქეა. იმრანი რუსულ კლუბში ჯერ ოფიციალურად არ ჩარიცხულა.

იმრანმა თბილისის ლოკომოტივის რიგებში ჯამში 51 მატჩში 13 გოლი და 9 საგოლე პასი მიითვალა. მას დენ ბოსხში, ტრენჩინში და კლინჩენიში უთამაშია. ვოლგოგრადის როტორი რუსეთის რანგით მე-2 ლიგაში 24 ქულით მე-17 ადგილზეა. მის რიგებში, სეზონის პირველ ნახევარში მცველმა ილია ბერიაშვილმა 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ფორვარდმა ბექა ქავთარაძემ - 12 მატჩში, 1 გოლი. როტორი შეკრებას თურქეთში გადის. 

კომენტარები

ბოლო ამბები