Thumbnail

კაჭარავა დრაკონებში? მისი სავარაუდო გუნდი კორეის თასის მფლობელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

კვიპროსული Goal.philenews-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა საფეხბურთო კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. ანორთოსისიდან სკანდალური ინციდენტით გაშვებული ფორვარდის აყვანა K2 ლიგაში კვანიანის ჯეონმან დრაგონსს სურს. ეს გუნდი კორეის თასის გამარჯვებულია, ჩემპიონატში კი მე-4 ადგილზე გავიდა.

"ცნობილი ინციდენტის შემდეგ, როცა ნიკა კაჭარავამ აპოელ-ის ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას გოლი იზეიმა, ანორთოსისმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან კლუბის გულშემატკივრები ძალიან გაბრაზდნენ. კაჭარავას ვარიანტები ჰქონდა პოლონეთში, მაგრამ კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს, ჯეონმან დრაგონში. ახლა ნიკა საქართველოში იმყოფება და კორეის ვიზას ელოდება, რომ ტრანსფერი დაასრულოს", - წერს კვიპროსული გამოცემა. 

28 წლის ნიკა კაჭარავა კვიპროსში დაიბადა, ის დინამო თბილისის აღზრდილია. პროფესიული კარიერა მან ცხინვალში დაიწყო, საიდანაც როსტოვში გადავიდა. შემდეგ იჯარით ეთნიკოსში (კვიპროსი) და კორონაში (პოლონეთი) ითამაშა. 2018 წელს ანორთოსისის ფეხბურთელი გახდა (ერთი სეზონი პოლონურ ლეხში იჯარით ითამაშა). საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები