Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, რომელიც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ძალიან წარმატებულად თამაშობს, უეფას რეიტინგში მორიგი წინსვლა განიცადა და მოწინავე ათეულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, რაც ისტორიული შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპირველობის საწყის მატჩში აზერბაიჯანს 3:2 სძლია და კლასიფიკაციაში 2 ადგილით დაწინაურდა. ასეთივე შედეგი მოიტანა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებამაც (2:1).

გუშინდელი წარმატების ხარჯზე საქართველოს ნაკრებმა 77.273 ქულა შეიმატა, რეიტინგში უკრაინასა და სწორედ ხსენებულ ბოსნიას გადაასწრო და მე-11 ადგილზე დამკვიდრდა, რაც გუნდის არსებობის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

საქართველომ ბოსნიას ბრუნო პეტრის ამ გოლის წყალობით მოუგო

საქართველო მე-10 პოზიციაზე მყოფ ჩეხეთს მხოლოდ 0.031 ქულით ჩამორჩება, საუკეთესო ათეული კი სრულად ასე გამოიყურება: 1. რუსეთი – 2501.001, 2. პორტუგალია – 2485.706, 3. ესპანეთი – 2443.336, 4. ყაზახეთი – 2343.469, 5. ხორვატია – 2062.243, 6. აზერბაიჯანი – 1961.039, 7. სერბეთი – 1912.714. 8. იტალია – 1907.705, 9. სლოვენია – 1901.143. 10. ჩეხეთი – 1887.535.

საინტერესოა, რომ აზერბაიჯანთან ფრე კლასიფიკაციაში ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა ესპანეთს, რომელსაც რუსეთმა და პორტუგალიამ გადაასწრეს, აზერბაიჯანი კი, მეცხრედან მეექვსე ადგილზე ავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა განაღდებული აქვს, მეტოქის ვინაობას კი მას მერე შეიტყობს, რაც 29 იანვარს სწორედ ხსენებულ ესპანეთს გაეჯიბრება.

თუკი ასათიანის გუნდმა ფრე მაინც ითამაშა, პლეი ოფში D ჯგუფის გამარჯვებულის რანგში გავა და მოწინააღმდეგედ, დიდი ალბათობით, ხორვატია ეყოლება, მარცხის შემთხვევაში კი, აწ უკვე ევროპული რეიტინგის სათავეში მყოფ რუსეთზე გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები