Thumbnail

მილიონისთვის ბრძოლა დასრულდა - ქირიამ ტაილანდელთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დავით ქირიამ One Championship-ის გრანპრიში ასპარეზობა დაასრულა
  • მისი მეტოქე 30 წლის ტაილანდელი სიტიჩაი სიცონგპინონგი იყო

მსოფლიოს ჩემპიონმა კიკბოქსინგში, დავით ქირიამ, One Championship-ის გრანპრიზე ასპარეზობა დაასრულა, მან მეორე ბრძოლა გამართა. ქირიას, რომელსაც კიკბოქსინგში 40 მოგება და 18 მარცხი ჰქონდა, 30 წლის ტაილანდელი სიტიჩაი სიცონგპინონგი დაუპირისპირდა. მეტოქეს კარიერაში 126 მოგება ჰქონდა.

დავით ქირიასთვის ეს კარიერაში მე-19 მარცხია, ტაილანდელმა კი კარიერაში 127-ედ მოიგო. მებრძოლებმა სამი რაუნდი სრულად იჩხუბეს, რის შემდეგაც მსაჯების გადაწყვეტილებით, ბრძოლის გამარჯვებული ტაილანდელი გახდა.


ONE CHAMPIONSHIP-ის გრანპრი 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტარდება და ფინალის გამარჯვებული მილიონ დოლარს მიიღებს. სამწუხაროა, რომ ქირიამ ნახევარფინალური ბრძოლა დათმო, რადგანაც ფინალში მას შედარებით მარტივი მეტოქე ელოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები