Thumbnail

ახალი სახელი კამპ ნოუს? ბარსელონა შეთავაზებას განიხილავს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • კატალონიური გრანდის საშინაო არენას, შესაძლოა, სახელი შეეცვალოს
  • ბარსელონა მოლაპარაკებებს შვედურ კომპანიასთან აწარმოებს

მუსიკალური სტრიმსერვისი და აპლიკაცია Spotify ბარსელონასთან თანამშრომლობის ვარიანტებს განიხილავს. შვედური კომპანიის ერთ-ერთი სამიზნე "ნოუ კამპი" გახდა.

როგორც Catalunya Ràdio აცხადებს, Spotify-ს ესპანური გრანდის არა მხოლოდ სატიტულო სპონსორობა, არამედ გუნდის არენის სახელის უფლების ყიდვაც სურს და შეთანხმების შემთხვევაში, ახალი დასახელებაც მოფიქრებული აქვს.

თუ შვედები კატალონიელებს 60-65 მილიონ ევროს გადაუხდიან, ბარსას არენას "კამპ ნოუ Spotify" დაერქმევა. თუki ბარსელონას ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ამგვარი სცენარის განვითარება სრულად რეალურია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები