Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამოცდილმა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა კომენტარი გააკეთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩის შესახებ, რომელშიც “ბორჯღალოსანთა” მეტოქე პორტუგალია იქნება. ნარიაშვილმა საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მიხეილ ნარიაშვილი: “პატარ-პატარა სირთულეების მიუხედავად, შესანიშნავი განწყობა გვაქვს. ძალიან კარგი სამუშაო კვირა გვქონდა. წლის პირველი თამაშია, რაც ადვილი არასდროსაა, განსაკუთრებით - პორტუგალიასთან. ვფიქრობ, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და შესაბამისი დასაწყისი გვექნება. მოხარულები ვართ ტრიბუნებზე გულშემატკივრები რომ იქნებიან. ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. ბედნიერები ვართ მათთან შეხვედრა რომ გვიწევს და ვეცდებით, ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩი კვირას, 6 თებერვალსაა დაგეგმილი და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. თბილისური შეხვედრის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” ამსტერდამში გაემგზავრებიან, სადაც 12 თებერვალს ნიდერლანდებთან მატჩი ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები