Thumbnail

NBC Sports Washington-ის ქვინტონ მაიოს ინფორმაციით, NBA-ის "ტრეიდ დედლაინამდე" 4 დღით ადრე ვაშინგტონ უიზარდსმა ინდიანა პეისერსს დომანტას საბონისის გაცვლაზე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და ახლა ინდიანას პასუხს ელის. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაცვლების ბოლო ვადა ამ სეზონში 10 თებერვალია.

ლევერტი კარიერას კლივლენდში გააგრძელებს

ინდიანა პეისერსი შემადგენლობის კარდინალურად შეცვლას და გადაწყობას აპირებს. უკვე ცნობილია, რომ კარის ლევერტი კლივლენდში მიდის, მის ნაცვლად პეისერსი რიკი რუბიოს (ესპანელი ტრავმირებულია) და სამ მოთამაშეს მომავალი დრაფტებიდან მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკული მედიის ინფორმაციით, ინდიანაში გაცვლის კანდიდატი ორივე ვარსკვლავური "მაღალია" - დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი. 

თუ საბონისი ვაშინგტონში წავა, გოგა ბითაძის სათამაშო დრო ნებისმიერ შემთხვევაში გაიზრდება. შეგახსენებთ, გოგამ ფეხის ტრავმა მოირჩინა და ახლახან 4 ქულით დაუბრუნდა ინდიანას.  

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები