Thumbnail

რაგბი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მოულოდნელი ფრით დაიწყო - შინ პორტუგალიას დაუზავდა - 25:25. ლევან მაისაშვილის გუნდმა ცუდად ითამაშა. მართალია, მარცხს გადაურჩა, მაგრამ ტურნირზე 20-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა და რეიტინგშიც ერთი ადგილი დაკარგა. 

საინტერესო ფაქტები 

🏉 საქართველოს ნაკრებს ორმატჩიანი ფრეების სერია აქვს, რაც საკმაოდ იშვიათია რაგბიში. 

🏉 ნაკრებს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (2 ფრე, 2 წაგება)

🏉 ბოლოს მაისაშვილის გუნდმა 2021 წლის ივნისში მოიგო (ნიდერლანდებთან), მას მერე 225 დღე გავიდა. 

🏉 ამ მოუგებელ სერიამდე, "ბორჯღალოსნებს" 6-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ, მანამდე კი - 5-მატჩიანი წაგებათა სერია. 

🏉 საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 20-მატჩიანი გამარჯვებათა სერია შეწყვიტა. 

🏉 ბოლოს ნაკრებმა ამ ტურნირზე ვერ მოიგო 2017 წლის მარტში, როცა რუმინეთთან სტუმრად 7:8 დამარცხდა.

🏉 მანამდე ნაკრებს ამ ტურნირზე 17-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. 

🏉 რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შინ თამაში ბოლოს 2009 წელს ვერ მოიგო (ფრე პორტუგალიასთან), მაშინ ტურნირს ჯერ კიდევ ერთა თასი ერქვა, ხოლო მას მერე თითქმის 13 წელიწადი -  4 740 (!) დღე გავიდა. 

🏉 საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 23-ჯერ ეთამაშა და მასთან ზედიზედ 9-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა. სულ 16 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება. 

🏉 სამი ფრე "ბორჯღალოსნებმა" მხოლოდ პორტუგალიასთან დაასრულეს. 2-ჯერ კი ფიჯის დაუზავდნენ. 

🏉 პორტუგალიას ნაკრები 23-ჯერ ეთამაშა, მეტჯერ მხოლოდ რუსეთსა და რუმინეთს დაუპირისპირდა (25-25). 

კომენტარები

ბოლო ამბები