Thumbnail
  • მონტანა 69:64 სამხრეთ იუტა
  • ქართველმა კალათბურთელმა 6 სამქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო

21 წლის ქართველმა კალათბურთელმა ნატალია ოთხმეზურმა NCAA-ს I დივიზიონში სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის მაისურით მორიგი მატჩი ჩაატარა.

ოთხმეზურის გუნდი მონტანასთან 64:69 დამარცხდა, ქართველმა მცველმა კი 6 სამქულიანი ესროლა, რაც იუტაში გადასვლის შემდეგ, მის კარიერაში პირველად მოხდა. 

სხვა საქმეა, რომ ნატალიამ მხოლოდ 1 სროლა გამოიყენა, მე-3 მეოთხედის ბოლოს პერიმეტრზე დარჩა და ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანა. ოთხმეზურმა 1 ორქულიანიც ააცილა, სამაგიეროდ, 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 5 ქულას 1 ჩაჭრაც წაამატა.

სამხრეთ იუტას სეზონში 13-8 ბალანსი აქვს, ბიგ სქაის საკონფერენციო მატჩებში კი – 9-3. ნატალიას გუნდი 13 თებერვალს იუტაში საკრამენტო სტეიტს ეთამაშება. შეგახსენებთ, ოთხმეზური ამერიკის კოლეჯთა ლიგის ელიტაში პირველი ქართველი ქალი კალათბურთელია.

კომენტარები

ბოლო ამბები