Thumbnail
  • დინამო ბათუმი განელ ფეხბურთელს აბრაჰამ ფრიმპონგს დაიმატებს
  • 28 წლის მცველი გეგუჩაძის გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება
  • ფრიმპონგს ცრვენა ზვეზდასა და ფერენცვაროშში აქვს ნათამაშები

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება, მაგრამ პარალელურად კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებაზეც მუშაობს.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ დინამო ბათუმს თურქულ შეკრებაზე 28 წლის განელი ცენტრალური მცველი აბრაჰამ ფრიმპონგი შეუერთდება, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთში, ალ-აინის რიგებში თამაშობდა. თუმცა, ფრიმპონგს ევროპაში, საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს - ბელგრადის ცრვენა ზვეზდასა და უნგრულ ფერენცვაროშში.

ფრიმპონგი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში შეკრებაზე მოემზადება და ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

2020 წლის 24 ნოემბერი - ფრიმპონგი ალვარო მორატას წინააღმდეგ

2018-2021 წლებში ის სწორედ ფერენცვაროშის ღირსებას იცავდა (55 მატჩი, 2 გოლი), სადაც ქართველი ფეხბურთელების, ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის თანაგუნდელი იყო. გასულ სეზონში ფრიმპონგმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა, მათ შორის, ბარსელონასა და ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ.

ცრვენა ზვეზდაში განელმა ფეხბურთელმა 2016-2018 წლებში 33 თამაშში თავი 1 გოლით გამოიჩინა, მანამდე კი ასევე სერბეთში, ნაპრედაკისა და ვოივოდინას რიგებში ირჯებოდა.

💥 ხვალიდან თურქულ შეკრებაზე 28 წლის განელი მცველი - აბრაჰამ ფრიმპონგი შემოგვიერთდება 📝 კონტრაქტის დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ 👤 bit.ly/AbrahamFrimpong #FCDB #Transfers

Posted by FC Dinamo Batumi on სამშაბათი, 08 თებერვალი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები