Thumbnail

პელიკანსის მიზანი პლეი ოფია - პირველი სერიოზული გაცვლა NBA-ში დედლაინამდე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პორტლენდმა და ნიუ ორლეანმა შეთანხმებას მიაღწიეს
  • სი ჯეი მაკკოლუმი კარიერას პელიკანსში გააგრძელებს

10 თებერვალს NBA-ში გაცვლების უკანასკნელი ვადაა, ტრეიდ დედლაინამდე რამდენიმე გაცვლის შესახებ უკვე გახდა ცნობილი (ჩვენ უკვე ვწერდით, რომ კარის ლევერტი ინდიანადან კლივლენდში გადავიდა), თუმცა ჯერჯერობით, ყველაზე სერიოზული გაცვლა ბლეიზერსმა და პელიკანსმა განახორციელეს. ინფორმაციის პირველწყარო ESPN-ის ადრიენ ვოინაროვსკია.

ნიუ ორლეანი მიიღებს: სი ჯეი მაკკოლუმს, ლარი ნენსი ჯუნიორს და ტონი სნელს

პორტლენდი მიიღებს: ჯოშ ჰარტს, ტომაშ სატორანსკის, ნიკეილ ალეკსანდერ-უოკერს, დიდი ლუზადას, 2022 წლის დრაფტის პირველი წრის კალათბურთელს და მომავალში დრაფტის მე-2 წრის ორ კალათბურთელს.

ვოინაროვსკის თქმით, 2022 წლის დრაფტის პირველი წრის კალათბურთელი იმ შემთხვევაში ერგება პორტლენდს თუ დრაფტის ლატარეა 5-14 შუალედში მიაკუთვნებს ნიუ ორლეანს არჩევის უფლებას, თუ არადა, 2023 წლის პირველი რაუნდის კალათბურთელის არჩევის უფლება მიენიჭება პორტლენს. 

სი ჯეი მაკკოლუმი საშუალოდ 20.5 ქულას, 4.3 მოხსნას და 4.5 პასს აგროვებს. უკვე მე-7 სეზონია, რაც მაკკოლუმს საშუალოდ 20 და მეტი ქულა აქვს თამაშში. ფილტვის პრობლემების გამო მან ამ სეზონში 17 მატჩი გამოტოვა. თქმა არ უნდა, ის ამ გაცვლის მთავარი მონაწილეა. თუ ბლეიზერსის მთავარი ამოცანა გუნდის ხელახალი აშენებაა, პელიკანსის მისია პლეი ოფში გასვლა და იქ კარგად ასპარეზობაა.  

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები