Thumbnail

ESPN-ის ადრიენ ვოინაროვსკის მორიგი "ბომბი" უშუალოდ ეხება გოგა ბითაძის მომავალს - მაშ ასე, ინდიანა პეისერსი სასტარტო ცენტრს და ორგზის "ოლ სტარ" დომანტას საბონისს უშვებს.

ლიეტუველი სუპერვარსკვლავი, ჯერემი ლემბი და ჯასტინ ჰოლიდეი საკრამენტო კინგსში გადადიან, იქიდან კი პეისერსი ტაირიზ ჰალიბერტონს, ბადი ჰილდს და ტრისტან თომპსონს მიიღებს. 

ამის შემდეგ ინდიანა აქცენტს მაილს ტერნერზე გააკეთებს, რაც შეეხება გოგას, საკრამენტოდან ტრეიდით მისულებიდან ორი მცველია, მისი პოზიციის მხოლოდ თომპსონია (ის 206 სმ. სიმაღლის ფორვარდ-ცენტრია). კანადელი 30 წლისაა და უკვე 11 სეზონია, რაც NBA-შია. ტერნერი ახლა ტრავმირებულია, მაგრამ ინდიანა ახლანდელ სეზონზე ნაკლებად ფიქრობს, გუნდი ახლიდან შენდება. 

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს NBA-ში გაცვლების უკანასკნელი ვადაა. გუნდმა უკვე გაუშვა კარის ლევერტი კლივლენდში და მის სანაცვლოდ მომავალი დრაფტების რამდენიმე კალათბურთელი და რიკი რუბიო მიიღო. დიდი ალბათობით, ესპანელს, რომელიც მძიმე ტრავმის გამო ვერ თამაშობს, ინდიანაში თამაში აღარ მოუწევს. 

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები