Thumbnail

მას შემდეგ, რაც ინდიანა პეისერსმა ორი მნიშვნელოვანი ტრეიდი განახორციელა, Bleacher Report-მა სტატია მიუძღვნა განახლებულ პეისერსს, რომლის რიგებშიც აღარ არიან კარის ლევერტი, ჯერემი ლემბი, ჯასტინ ჰოლიდეი და, რა თქმა უნდა, დომანტას საბონისი. ვნახოთ, რა როლს ანიჭებს ინდიანას სქემებში გამოცემა გოგა ბითაძეს. 

მას მერე, რაც ინდიანა პეისერსმა ორი ბლოკბასტერ ტრეიდი განახორციელა, გუნდის სასტარტო ხუთეული ამ წუთისთვის ასეთი იქნება: მალკოლმ ბროგდონი, ტაირიზ ჰალიბერტონი, კრის დუარტე, აიზია ჯეკსონი, გოგა ბითაძე. ამ ხუთეულში ბროგდონი და ჰალიბერტონი პოზიციებს გაცვლიან ხოლმე. 

ინდიანას შემადგენლობის სიღრმე. Bleacher Report

გამთამაშებელი: მალკოლმ ბროგდონი - ტი ჯეი მაკკონელი - რიკი რუბიო (ტრავმა) - კიფერ საიკსი

მსროლელი: ტაირიზ ჰალიბერტონი - კრის დუარტე - ბადი ჰილდი - დუეინ ვაშინგტონ ჯუნიორი

მსუბუქი ფორვარდი: ტი ჯეი უორენი (ტრავმა) - ტორი კრეიგი - ოშეი ბრისეტი - ლანს სტივენსონი 

მძიმე ფორვარდი: აიზია ჯეკსონი - ტრისტან თომპსონი

ცენტრი: მაილს ტერნერი (ტრავმა) - გოგა ბითაძე - რეჯი პერი

ამ სეზონში დომანტას საბონისი საშუალოდ 18.9 ქულას, 12.1 მოხსნას და 5.0 პასს აკეთებს. ამიერიდან ის საკრამენტო კინგსისთვის გაისარჯება. ინდიანა პეისერსს ამ სეზონში 19-36 ბალანსი აქვს და გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა და დიდი ალბათობით, პლეი ოფში ვერ მოხვდება. 

Bleacher Report-ის ინფორმაციით, არის შანსი, რომ 10 თებერვლამდე პეისერსმა მაილს ტერნერი და ტი ჯეი უორენიც გაცვალონ, თუ ეს მოხდა, გოგა ბითაძის მდგომარეობა გუნდში კიდევ უფრო რადიკალურად შეიცვლება. ამ ორის ტრეიდს მათი ხშირი ტრავმიანობა აფერხებს. ამ ეტაპზე ტერნერიც და უორენიც ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარება. 

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები