Thumbnail

NBA-ში ინდიანა პეისერსა და საკრამენტო კინგს შორის განხორციელებულმა გაცვლამ დიდად შეცვალა გოგა ბითაძის სავარაუდო როლი კლუბში, რაც გაცვლიდან პირველ დღესვე გამოჩნდა - ქართველმა ცენტრმა 30 წუთი ითამაშა (სასტარტოში) და გუნდს 14 ქულა მოუტანა. 

შეგახსენებთ, რომ ინდიანამ კალიფორნიაში მთავარი ვარსკვლავი, დომანტას საბონისი გაუშვა. სწორედ დომანტასისა და მაილს ტერნერის გამო, გოგას სათამაშო წუთები აკლდებოდა. საბონისის, ლემბისა და ჯასტინ ჰოლიდეის სანაცვლოდ ინდიანამ პერსპექტიული გამთამაშებელი ტაირიზ ჰალიბერტონი, მსროლელი ბადი ჰილი და ფორვარდ-ცენტრი ტრისტან თომპსონი მიიღო. ამათგან მხოლოდ 30 წლის თომპსონია გოგას უშუალო კონკურენტი. თუმცა სად საბონისთან კონკურენცია და სად თომპსონთან. შესაძლოა, ტრისტანს ინდიანაში თამაში ისედაც არ მოუწიოს დიდი ხნით. 

საქმე ისაა, რომ ჰალიბერტონი თავისთავად და ჰილდიც ინდიანას სამომავლო გეგმებში არიან. აი, ტრისთან თომპსონთან დაკავშირებით კი სხვა სიტუაციაა: Indianapolis Star-ის ჯეიმს ბოიდი ამტკიცებს, რომ ინდიანას თომპსონის კონტრაქტის გამოსყიდვა სურს. ტრისტანის კონტრაქტი სრულდება, ის წელიწადში $9.7 მილიონს უდრის. თუ პეისერსი ამ ნაბიჯზე წავა, შესაძლოა, თომპსონმა იპოვოს შესაფერისი გუნდი. "ინდიანას სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მეტი აზრია თუკი გუნდი ახალგაზრდა ცენტრებს, გოგა ბითაძესა და აიზია ჯეკსონს მისცემს მეტ შესაძლებლობას", - წერს გამოცემა. 

11-წლიან პროფესიულ კარიერაში თომპსონს ყველაზე ცუდი სეზონი აქვს, ის კინგსში საშუალოდ მხოლოდ 15 წუთს თამაშობდა - 6.2 ქულა და 5.4 მოხსნა. 

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები