Thumbnail
  • ფილადელფიამ ჯეიმს ჰარდენის სანაცვლოდ 3 კალათბურთელი დათმო
  • ბრუკლინმა დრაფტის ორი პირველი პიკიც მიიღო

ჯეიმს ჰარდენი ბრუკლინში აღარ ითამაშებს. გუნდმა ის ფილადელფიაში გაუშვა და მის ნაცვლად ბენ სიმონსი, სეტ კარი, ანდრე დრამონდი და დრაფტის პირველი რაუნდის ორი პიკი მიიღო. ერთი პიკს ბრუკლინი 2022 წელს მიიღებს, ხოლო მეორე არჩევანის უფლება 2027 წელს ექნება.

ფაქტია, რომ ეს ტრეიდი უფრო ბრუკლინელებს აწყობდათ, რადგანაც ჰარდენი ბოლო პერიოდში ხშირად ამბობდა, რომ გუნდში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო იყო, ის თანაგუნდელებსაც ხშირად აკრიტიკებდა.

ბრუკლინი ბოლო მატჩებში კატასტროფულად გამოიყურებოდა, მათ NBA-ში ზედიზედ 9 თამაში წააგეს. ნეშის გუნდმა სერიოზული შევსება მიიღო და წესით ახლა უკვე ნამდვილად შეძლებს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში ჰარდენი ჰიუსტონ როკეტსიდან ბრუკლინში გადავიდა, სადაც მასთან ერთად კაირი ირვინგი და კევინ დურანტი იყვნენ, თუმცა ამ ტრიომ საჩემპიონო ბეჭდის მოგება ვერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები