- ინდიანა პეისერსმა ბოლო დღეებში მესამე გაცვლა განახორციელა
- INDIANAPOLIS STAR: გოგა ბითაძეს კიდევ ერთი კონკურენტი მოაკლდება
10 თებერვალს NBA-ში გაცვლების ბოლო დღეა - გოგა ბითაძის ინდიანამ კიდევ ერთი, მესამე ტრეიდი მოაწყო - მსუბუქი ფორვარდი ტორი კრეიგი ფინიქსში წავიდა.
შეგახსენებთ, რომ ინდიანამ ჯერ კარის ლევერტი გაუშვა კლივლენდში და სანაცვლოდ ესპანელი რიკი რუბიო მიიღო (რომელიც ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, ინდიანაში არასდროს ითამაშებს). შემდეგ გუნდმა სუპერვარსკვლავი დომანტას საბონისი გაუშვა საკრამენტო კინგსში, მასთან ერთად ჯერემი ლემბი და ჯასტინ ჰოლიდეიც, სანაცვლოდ კი ტაირიზ ჰალიბერტონი, ბადი ჰილდი და ტრისტან თომპსონი მიიღო.
ახლა ტორი კრეიგი წავიდა ფინიქს სანსში და სანაცვლოდ გუნდმა ფორვარდ-ცენტრი ჯეილენ სმითი მიიღო. ინდიანას ერგო დრაფტის მე-2 წრეში არჩევის უფლებაც. გახდება ჯეილენ სმითი გოგას კონკურენტი? 21 წლის ფორვარდი 2020 წლის დრაფტის მე-10 ნომერია. სანსში ამ სეზონში ის საშუალოდ 13 წუთს თამაშობდა და 6.0 ქულას და 4.8 მოხსნას აკეთებდა. წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, სმითი ინდიანაში არ დარჩება, პეისერსს ახალგაზრდა ფორვარდზე ბევრი მთხოვნელი ჰყავს.
კომენტარები