Thumbnail

10 თებერვალი NBA-ში გაცვლების განხორციელების ბოლო დღეა სეზონში - ბოლო დღეს უამრავი ტრეიდი შედგა, ერთ-ერთი მათგანი კი ჩემპიონ მილუოკი ბაქსსა და სანდრო მამუკელაშვილსაც შეეხო. 

მილუოკიმ 4-გუნდიან გაცვლაში მიიღო მონაწილეობა - ESPN-ის ადრიენ ვოინაროვსკის ცნობით, მილუოკიში მივიდა სერჟ იბაკა (კლიპერსიდან), გუნდმა ასევე მიიღო ორი სამომავლო დრაფტის პიკი (ორივე მე-2 წრეში) და თანხა. სამაგიეროდ, გუნდიდან გაუშვა დონტე დივინჩენცო (საკრამენტოში), როდნი ჰუდი და სემი ოჯელე (კლიპერსში). კლიპერსმა ასევე მიიღო ტრეი ლაილსი და ჯოშ ჯეკსონი (დეტროიტიდან), ხოლო დეტროიტმა - მარვინ ბეგლი ჯუნიორი კინგსიდან. 

მილუოკის მიზანი გასაგებია - ბრუკ ლოპესი ზურგის ტრავმის გამო ვერ თამაშობს, ბაქსს კი სხვა ძლიერი ცენტრი უბრალოდ არ ჰყავდა - ხანდახან ამ პოზიციაზე სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, რომელიც, ერთი რომ არ არის პოზიციურად ცენტრი, მეორეც, ის ახალბედაა გუნდი მასზე მოკლევადიან გეგმებს ვერ ააწყობს. ცენტრის პოზიციაზე ძირითადად ბობი პორტისს, ან თავად იანისს უწევდა თამაში. 

სერჟ იბაკა 32 წლისაა, მას ცენტრზე და მძიმე ფორვარდად შეუძლია თამაში. ამ სეზონში ის საშუალოდ 15 წუთს თამაშობდა კლიპერსში - 6.6 ქულა და 4.3 მოხსნა. დიდი ალბათობით, იბაკა ბობი პორტისის შემცვლელი იქნება და საშუალოდ 15-20 წუთს ითამაშებს. იბაკას პრობლემა ზურგის ტკივილია, რის გამოც მასაც ხშირად უწევს თამაშების გამოტოვება. 

ამ ტრეიდის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილს ცენტრის პოზიციაზე უფრო გაუჭირდება სათამაშო წუთების მიღება. 

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები