Thumbnail

NCAA-ის კლუბებიდან ყველაზე ძლიერი, სადაც ქართველი ლეგიონერი თამაშობს, კრეიტონია, რომლის რიგებშიც 20 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი გამოდის. რატის გუნდმა სტუმრად ჯორჯთაუნს 80:66 მოუგო.

რატიმ ჯორჯთაუნთან 18 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 3 ქულაა (4-დან 3 საჯარიმო, 1 სროლა თამაშიდან ააცილა), ასევე 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა. რატის პირველი სეზონი მთლიანად გაუცდა, ასე რომ, ის გუნდის ახალბედაა. ყველაზე მეტი მას ამ სეზონში 23 ქუთი უთამაშია. 

კრეიტონს, რომელიც "ბიგ ისტის" კონფერენციაში თამაშობს, ამ სეზონში 15:8 ბალანსი აქვს (7-5 კონფერენციაში). გუნდი 14 თებერვალს ისევ ჯორჯთაუნს ხვდება, ოღონდ შინ. 

კომენტარები

ბოლო ამბები