Thumbnail
  • ინდიანა 120:129 მინესოტა
  • ქართველმა ცენტრმა 3 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარებაც მიითვალა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა შინ მინესოტა ტიმბერვულვზთან 120:129 წააგო, 22 წლის ქართველმა ცენტრმა კი მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მეექვსედ ითამაშა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ შანსის ბოლომდე გამოყენება მოახერხა.

ბითაძემ მოედანზე 19 წუთი გაატარა და 7 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სამწუხარო ის იყო, რომ შემადგენლობაში არსებული პრობლემების ფონზე, ინდიანელთა მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი გადამწყვეტ მომენტებში ქართველ ცენტრს ისევ არ ენდო.

პეისერსის რიგებში 22-22 ქულით საუკეთესონი ოშაე ბრისეტი და გუნდის ახალწვეული ტაირის ჰალიბერტონი იყვნენ, ლენს სტივენსონმა 21 ქულა ჩააგდო, ჯალენ სმიტმა კი 17 ქულას 12 მოხსნა წაამატა. მინესოტელთაგან შეუჩერებელი იყო ენტონი ედვარდსი, რომელმაც 7 სამქულიანი გამოიყენა და თავი 37 ქულას მოუყარა.

ინდიანამ 19 მოგების ფონზე 39-ე მარცხი განიცადა (ზედიზედ მე-6) და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 16 თებერვლის დილას სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები