Thumbnail

საქართველოს 10 მედალი ევროპის თასზე - ქართული ფინალი მინსკში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ევროპის თასზე ასპარეზობა დაასრულა. ქართველმა სამბისტებმა 10 მედალი მოიგეს - 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

მეორე საჭიდაო დღეს ხალიჩაზე გასული 6 სპორტსმენიდან ხუთმა მედლის მოგება მოახერხა. გიორგი ნასყიდაშვილმა (64 კგ) ფინალი რუს ალექსანდრ პშენჩინხთან დათმო.

ქართული ფინალი შედგა 79 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, სადაც ბესარიონ ბერულავამ ომარ ნიაზაშვილს 3:0 მოუგო. სამწუხაროდ, პაატა ღვინიაშვილი რუს სერგეი კუზნეცოვთან ფინალში დამარცხდა. ნინო ოძელაშვილსაც (80 კგ) ოქროს მედალი გადაეცა.

საქართველოს სამბოს ნაკრები ევროპის თასზე

ოქრო: მინდია ლილუაშვილი (71 კგ), ბესარიონ ბერულავა (79 კგ), ნინო ოძელაშვილი (80 კგ)

ვერცხლი: ელენე ქებაძე (+80 კგ), გიორგი ზაქარიაძე (+98 კგ), გიორგი ნასყიდაშვილი (64 კგ), პაატა ღვინიაშვილი (98 კგ), ომარ ნიაზაშვილი (79 კგ)

ბრინჯაო: დათო ლორიაშვილი (+98 კგ), გიორგი კანკავამ საბრძოლო სამბოში ბრინჯაოს მედალი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები