Thumbnail
  • კრეიტონი 88:77 ჯორჯთაუნი
  • 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა ჩააგდო

რატი ანდრონიკაშვილის კრეიტონ ბლუჯეისმა NCAA-ში 3 დღის განმავლობაში ჯორჯთაუნ ჰოიასს მე-2 მატჩიც მოუგო, 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი სოლიდური სათამაშო დრო მიიღო.

კრეიტონელებმა შინ მეტოქეს 88:77 სძლიეს, ანდრონიკაშვილმა კი მოედანზე 21 წუთი გაატარა და 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. რატიმ 2 ორქულიანი ააცილა, 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ქართველი გამთამაშებლისთვის 2 მოხსნა მიმდინარე სეზონში სარეკორდოა, ისევე როგორც 7 ნასროლი და 4 ჩაგდებული ჯარიმა. ამასთან, რატიმ 21 წუთზე მეტი მხოლოდ ერთხელ ითამაშა: 23 წუთი წლის პირველ მატჩში მარკეტთან.

კრეიტონს სეზონში 16 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა, ბიგ ისთის კონფერენციაში კი 8 გამარჯვება და 5 წაგება გააჩნია. საქართველოს ნაკრების მცველის გუნდს მომდევნო მატჩი 18 თებერვალს დეპოლთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები