Thumbnail

GFC 15 | ბოლქვაძის მე-5 გამარჯვება - რუსლანმა თურქ მეტოქეს მოუგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ევროპაბეთის ხელშეწყობით MMA-ში წლის პირველი ბრძოლები გაიმართა
  • GFC 15-ის ანდერ ქარდში რუსლან ბოლქვაძემ რინატ რიზმანი დაამარცხა
  • LIVE: ფეისბუქი: ევროპაბეთი და პოპსპორტი, Youtube: პოპსპორტი

რუსლან ბოლქვაძის და თურქი რიზმანის დაპირისპირება GFC 15-ზე ანდერ ქარდის უკანასკნელი ბრძოლა გახლდათ. ჩხუბი ძალიან აქტიურად დაიწყო და გამოჩნდა, რომ ანდერ ქარდის ბრძოლებიდან ეს ყველაზე საინტერესო დუელი იქნებოდა.

თურქმა ბრძოლა ძალიან აქტიურად დაიწყო, რის შემდეგაც ბოლქვაძემ მას რამდენიმე კარგი დარტყმა მიაყენა, თუმცა პირველ რაუნდში უპირატესობა ვერცერთმა მებრძოლმა ვერ მოიპოვა. მეორე რაუნდში რიზმანმა ბოლქვაძეს ერთი ძლიერი ძლიერი დარტყმა მიაყენა, თუმცა ქართველმა მალევე დაიბრუნა პოზიცია. ბრძოლა ძალიან ინტენსიური გახლდათ - ორივე მაქსიმალურად აქტიურობდა. მესამე რაუნდიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება რუსლან ბოლქვაძეს დარჩა. ეს მის კარიერაში მეხუთე გამარჯვებაა.

22 წლის რინატ რიზმანისთვის ეს კარიერაში მე-2 ბრძოლა იყო. პირველ შეხვედრაში მან მეჰმეთ ეგემენი პირდაპირ ნოკაუტში გაგზავნა. მასთან შედარებით, ბოლქვაძე გაცილებით გამოცდილი მებრძოლია. ქართველს აქამდე 3 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა. რუსლანმა ბოლო გამარჯვება ნიკა ბრეგვაძის წინააღმდეგ იზეიმა, როცა მას საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ანდერ ქარდზე სძლია.


ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე მიმდინარეობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები