Thumbnail

GFC 15 | სოფია ბაღიშვილმა ტუნზალა იმანლისთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ევროპაბეთის ხელშეწყობით MMA-ში წლის პირველი ბრძოლები გაიმართა
  • GFC 15-ის მეინ ქარდში სოფია ბაღიშვილმა ტუნზალა იმანლი დაამარცხა
  • LIVE: ფეისბუქი: ევროპაბეთი და პოპსპორტი, Youtube: პოპსპორტი

ამ ბრძოლის მიმართ უდიდესი მოლოდინი იყო და ჩხუბმა იმედები გაამართლა!

სოფია ბაღიშვილს აზერბაიჯანელ მეტოქესთან რევანშის სურვილი ჰქონდა, რადგან 2019 წელს მასთან მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ბაღიშვილის და იმანლის დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოვიდა. პირველმა ორმა რაუნდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მესამე რაუნდშიც ძალიან მაგარი ჩხუბი ვიხილეთ, მაგრამ გამარჯვებულის ვინაობა მსაჯების გადაწყვეტილებით გამოვლინდა: მათ უპირატესობა სოფია ბაღიშვილს მიანიჭეს.

აღსანიშნავია, რომ ტუნზალასთან 2019 წელს წაგების შემდეგ, სოფიას ზედიზედ ოთხი ბრძოლა ჰქონდა მოგებული. აქედან 3 ბრძოლა მან საქართველოში დაასრულა ტრიუმფით და ამ სამი მოგებისთვის 3 წუთი და 22 წამი დასჭირდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბოლო გამარჯვება იყო, როცა ბაღიშვილმა ირანელ საჰარ დინდოუსტს 25 წამში აჯობა. ტუნზალა იმანლის დღემდე 3 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა.


ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე მიმდინარეობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები