Thumbnail

გოგა ბითაძის ინდინა პეისერსმა გადაწყვიტა გუნდიდან გაუშვას 30 წლის ამერიკელი ცენტრი ტრისტან ტომპსონი, რაც ქართველი კალათბურთელისთვის კარგი ამბავი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ტომპსონი ინდიანაში მცირე ხნის განხორციელებული გაცვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომელშიც დომანტას საბონისი და ტაირის ჰალიბერტონიც იყვნენ ჩართულნი.

პოზიციიდან გამომდინარე, ტრისტანი ბითაძის კონკურენტად იქცა და მას გარკვეულ წუთებს ართმევდა, დღეს დილით კი, როდესაც გოგამ ვაშინგტონთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანზე 21 წუთი გაატარა და 17 ქულას 6 მოხსნა წაამატა, თანაც თამაშიდან 9-დან 8 ტყორცნა გამოიყენა.

ტრისტან ტომპსონი სანდრო მამუკელაშვილის წინააღმდეგ

როგორც The Athletic's-ის წარმომადგენელი შამს ჩარანია წერს, ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა სწორედ ამ თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ ტომპსონი გუნდში აღარ დარჩება. ცნობილი გახდა ისიც, რომ ამერიკელი კალათბურთელი კონტრაქტს ჩიკაგო ბულსთან გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ პეისერსი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მე-13 ადგილზე იმყოფება და უკვე ცხადია, რომ ამ სეზონში პლეი ოფის მიღმა დარჩება. ბითაძის გუნდს მომდევნო მატჩი ოლ სტარის კვირეულის შემდეგ, 26 თებერვლის დილას ოკლაჰომა სიტისთან ელის და მოსალოდნელია, რომ გოგა უკვე მწყობრში იქნება, თუმცა, მაშინ მოედანზე ძირითადი ცენტრის - მაილს ტერნერის დაბრუნებასაც ელიან.

კომენტარები

ბოლო ამბები