Thumbnail

23 წლის ფორვარდი გიორგი ბეჟანიშვილი კოლეჯთა ლიგაში ყოფილი გუნდის, ილინოისის თამაშს დაესწრო ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. The News-Gazette-ს ქართველმა კალათბურთელმა საკუთარი კარიერის განვითარების შესახებ მოუთხრო.

გიორგი დენვერის სარეზერვო გუნდში თამაშობს

გიორგი ბეჟანიშვილი: "თავიდან ამერიკაში ყოფნა რთული იყო, მარტოდმარტო 4 წლის განმავლობაში, თუმცა ამას შევეჩვიე. ყოველთვის მქონდა მიზანი და იმ მიზნისკენ მივდიოდი. მინდა, მთელი ჩემი ენერგია მოვახმარო ამ მიზნის შესრულებას. ნიუ ჯერსიში ავსტრიიდან ჩასვლა, როცა ქვეყნის მასშტაბით კლასში 300-ეულშიც არ ვიყავი, მაინც მოვხვდი ისეთ კოლეჯში, როგორიც ილინოისია.

როცა კოლეჯიდან წასვლა და პროფესიული კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ყველას ეგონა რომ ჩემი შანსები NBA ან G ლიგაში ნულის ტოლი იყო. დრაფტის წინ არავის ეგონა, რომ ვორქაუთებზე დამიძახებდნენ, მე კი საერთო ჯამში NBA-ის 7 კლუბმა მიმიწვია და ფანტასტიკური დრო გავატარე, სადაც ჩემი ნიჭი ვაჩვენე. შემდეგ სეზონის წინ დენვერმა ამიყვანა და საზაფხულო ლიგაზეც მათამაშა. დენვერში თვე-ნახევარი გავატარე, ამ ფანტასტიკური ბიჭების გვერდით, თუნდაც ის რად ღირს, რომ ყველაფერს ნიკოლა იოკიჩისგან ვსწავლობდი. დენვერმა ხო არსაიდან შემარჩია. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, ბევრი რამ ვისწავლე.

როცა გოლდში მივედი, მხოლოდ იმას მთხოვდნენ, რომ სტაბილურად მემუშავა მოხსნებზე, დანარჩენზე იცოდნენ, რა შემეძლო. დავამტკიცე, რომ, როცა სულ მცირე, 25 წუთს ვთამაშობ, ბევრის გაკეთება შემიძლია. ძალიან კარგი მატჩები ჩავატარე და კარგი სტატისტიკაც მქონდა. G ლიგაში ძალიან ქაოტური გარემოა, მაგრამ ეს დიდებული ასპარეზია ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის, ისწავლო, როგორ გახდე პროფესიონალი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ორგანიზაციაში ვარ. მიყვარს ეს ახალი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში".

შეგახსენებთ, რომ გრანდ რაპიდს გოლდი დენვერ ნაგეთსის სარეზერვო გუნდია. გიორგი ძირითადად, შეცვლაზე შედის, თუმცა საშუალოდ 7.8 ქულას და 5.7 მოხსნას მაინც აკეთებს. იმ თამაშებში, რომლებიც ბეჟანიშვილმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მისი სტატისტიკა ვარსკვლავურია - საშუალოდ 14 ქულა და 10 მოხსნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები