Thumbnail

'შანსი მცირეა' - გერმანული მედია ჰამბურგში გიორგი ჩაკვეტაძის მომავალზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჰამბურგში 22 წლის ნახევარმცველის დატოვება იჯარის ამოწურვის მერეც სურთ
  • გენტი ქართველის გაყიდვას დააპირებს, მაგრამ გერმანელები ფასს ვერ შესწვდებიან
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია  

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მეორე ბუნდისლიგის ჰამბურგს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, იჯარით, სეზონის ბოლომდე შეურთდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი გუნდის მაისურით ჯერ სულ 3 ოფიციალურ მატჩში ითამაშა და ისიც შეცვლაზე, გიორგიმ თავი კარგად წარმოაჩინა და გერმანულ კლუბსა და მედიაში მისი გამოსყიდვის შესაძლებლობაზე უკვე საუბრობენ. 

ჰამბურგს კარგი შანსი აქვს, ბუნდესლიგაში აღზევდეს, ჩაკვეტაძეს კი, რომელსაც გენტთან არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებს, ბუნებრივია, სეზონის დასრულების შემდეგ ბელგიაში დაბრუნება არ ენდომება, თუმცა 22 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება ჰამბურგისთვის არცთუ იოლი იქნება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 90min.de წერს:

"ცოტა ხნის წინ ჰამბურგი იჯარით დამატებულ გიორგი ჩაკვეტაძეზე იმედებს ამყარებდა, მაგრამ ზაფხულში მისი დატოვების შანსი მცირეა.

ბელგიურ გენტში ჩაკვეტაძეს სეზონის პირველი ნახევარი რთული ჰქონდა, სულ რამდენჯერმე ითამაშა, შემდეგ კი მოედანზე აღარც გამოჩენილა. 22 წლის მოთამაშისთვის იჯარა მნიშვნელოვანი იყო. ჰამბურგში მან ზედიზედ სამჯერ ითამაშა და მართალია სასტარტოში არ ყოფილა, ტიმ ვალტერმა ბოლო მატჩში, შესვენებაზე ცვლილებითაც დაამტკიცა, რომ ქართველის შესაძლებლობებს აფასებს. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ ის დარჩენილ ტურებში, ბუნდესლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. 

ჰამბურგის მწვრთნელი გიორგიზე იმედებს ამყარებს

მაგრამ იჯარა ზაფხულში სრულდება და ამაზე გავლენას სეზონის შედეგები ვერ მოახდენს. მისი დარჩენის შანსი კი ძალიან მცირეა. გენტმა ჰამბურგს მისი გამოსყიდვის უფლება არ მისცა და ამიტონ, ბელგიელებთან ტრანსფერზე მოსალაპარაკებელი იქნება. 

დიდი ალბათობით, გენტის მწვრთნელ ჰეინ ვანჰაზებრუკთან ურთიერთობის გაფუჭების გამო,  ჩაკვეტაძეს გაყიდიან, მაგრამ ჰამბურგი ალბათ ამ შემთხვევაშიც ვერაფერს გახდება. ბელგიური კლუბი ტრანსფერზე საუბარს რამდენიმე მილიონიდან დაიწყებს. ამჟამად ფეხბურთელის საბაზრო ფასი 2,3 მილიონი ევროა (Transfermarkt-ის მონაცემით), გერმანული კლუბისთვის კი ეს ფასი არარეალური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი ბუნდესლიგაში აღზევდება", - წერს საიტი. 

ჩაკვეტაძეს გენტის მაისურით კიდევ თამაშის სურვილი საეჭვოა ჰქონდეს

ჰამბურგს მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 41 ქულა აქვს და მხოლოდ ქულით ჩამორჩება სატურნირო ცხრილის ლიდერ ვერდერს. მომდევნო ტურში გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი სწორედ ბრემენელებს მასპინძლობს - 27 თებერვალს.

კომენტარები

ბოლო ამბები