- ლაშა ტალახაძე უკრაინისა და რუსეთის ომს გამოეხმაურა
- ქართველი ძალოსანი უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი, 2-გზის ოლიმპიური, 5-გზის მსოფლიოსა და 5-გზის ევროპის ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრასა და იქ დაწყებულ საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა. ტალახაძე წერს, რომ პუტინმა უნდა შეწყვიტოს სისხლისღვრა. ის უკრაინელ ხალხს გამარჯვებას უსურვებს.
ლაშა ტალახაძე: 'ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ერთი ადამიანის უაზრო ახირების ბრალი! ერთი კაცის ომი! დღეს, უკრაინა არის საქართველოს მდგომარეობაში და ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ორმაგად მძიმეა იმ კადრების ყურება, რაც ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობით! პუტინი უნდა მიხვდეს, რომ ტყუილად ღვრის უდანაშაულო სისხლს! დროა ფეხზე დადგეს დედამიწა! დროა ყველამ ხმა ამოიღოს!
ჩემი მხარდაჭერა უკრაინას! გულით ვუსურვებ გამარჯვებას ! მშვიდობა იყოს მეგობრებო!
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც უკვე მესამე დღეა, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ყველა სპორტულ სიახლეს, რომელიც უკრაინისა და რუსეთის ომს უკავშირდება ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
კომენტარები