Thumbnail

ISSF-მ რუსეთს ევროპის ჩემპიონატი ჩამოართვა, პრეზიდენტი რუსია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ISSF-მ რუსეთს სროლაში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა
  • პრეზიდენტი ვლადიმირ ლისინი ამბობს, რომ იძულებულია ეს გააკეთოს

სროლის საერთაშორისო ფედერაციამ (ISSF) ძალზე მოულოდნელი გადაყწვეტილება მიიღო - რუსეთს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. ბუნებრივია, მიზეზი რუსეთის შეჭრაა უკრაინაში. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იმით არის, რომ სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რუსია - ვლადიმირ ლისინი. 

ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის აგვისტოში მოსკოვში უნდა გამართულიყო, ISSF მალე დაასახელებს ტურნირის ახალ მასპინძელს. მეტიც, დიდი ალბათობით რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობასაც ჩამოართმევენ, რომელიც ევროპის შემდეგ ზუსტად ერთ წელიწადში უნდა გაიმართოს მოსკოვში. 

"ძალიან შეშფოთებული ვარ ამ სიტუაციით. მესმის, რომ ყველა სპორტსმენი ვეღარ შეძლებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას. ძალიან ვწუხვარ. ასე რომ, სპორტსმენებს ვერ ჩავაყენებ არათანაბარ პოზიციაში, როცა მათ ოლიმპიადის საგზურებისთვის უნდა იბრძოლონ. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატს სხვა ქვეყანა უმასპინძლებს", - განაცხადა ლისინმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები