- 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა რუსეთში აღარ გაიმართება
- ISSF-მ რუსეთს ევროპის ჩემპიონატი ჩამოართვა, პრეზიდენტი რუსია
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) გადაწყვეტილებით, რუსეთს რიგით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვის უფლება ჩამოერთვა. მისი მასპინძლობა ინდოეთს სურს. საჭადრაკო ოლიმპიადა მოსკოვში 26 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრას აღნიშნული სანქცია მოჰყვა - ტურნირი რუსეთში აღარ გაიმართება.
FIDE-მ რუსეთში ყველა ოფიციალური საერთაშორისო ტურნირიც გააუქმა: " FIDE-ს საბჭომ მძიმე გადაწყვეტილება მიიღო" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტია არკადი დვორკოვიჩი, რუსი, რომელიც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად 2018 წელს ბათუმში სკანდალის ფონზე აირჩიეს. ის 2008-2012 წლებში რუსეთის პრეზიდენტის (ჯერ მედვედევის, მერე პუტინის) თანაშემწედ მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ახლახან სროლის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს ევროპის ჩემპიონატი ჩამოართვა, არადა, იქაც პრეზიდენტი რუსია. ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს მათი ინიციატივით მოხდა - უბრალოდ, სხვა შანსი აღარ ჰქონდათ. ISSF-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ ლისინმა პირდაპირ თქვა, რომ რუსეთში ბევრი სპორტსმენი არ აპირებდა ჩასვლას უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. იგივე სიტუაციაა ჭადრაკშიც, სადაც 190-მდე ქვეყნის გუნდები აპირებენ მონაწილეობას. მოსკოვის ოლიმპიადას ამ ვითარებაში ბოიკოტი ემუქრებოდა.
კომენტარები