Thumbnail

'სხვა ქვეყნებში ჩვენი დანახვაც არ უნდათ' - გამოვა რუსეთის წინააღმდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 'სირცხვილსა და შიშს ვგრძნობ, სანქციები დაგვიწესდება, იზოლაციაში მოგვაქცევენ'
  • ვეტერანმა რუსმა ფრენბურთელმა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება დაგმო

ცნობილმა რუსმა ფრენბურთელმა ეკატერინა გამოვამ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი დაგმო. 41 წლის ვეტერანმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს არის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც რუსეთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

"ეს სამარცხვინო ფურცელი სამუდამოდ დარჩება ჩემი ქვეყნის ისტორიაში. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სხვა ევროპელი მეგობრების მისამართით თავდასხმის, დაბომბვის, სროლის მომსწრე გავხდებოდი. ვთხოვთ მთავრობას, სამხედროებს, შეჩერდნენ ყველა შესაძლო გზით. რა თქმა უნდა, შემეძლო გაჩუმება, მაგრამ ვგრძნობ სირცხვილსა და შიშს. ახლა მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იქნება, სანქციები დაგვიწესდება, იზოლაციაში მოგვაქცევენ, სხვა ქვეყნებში ჩვენი დანახვაც არ სურთ. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ რუსეთში ბევრი ადამიანია, ვინც ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება. ბოდიშს გიხდით", - აღნიშნა გამოვამ.

ეკატერინა გამოვას კარიერის განმავლობაში უროლაჩკაში, მოსკოვის დინამოში, ფენერბაჰჩესა და ყაზანის დინამოში უთამშია. ის 2000 და 2004 წლებში ორჯერ დაეუფლა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს, ორჯერ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები