Thumbnail

'მოკვეთეთ რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან' - გრეტსკის მოწოდება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • უეინ გრეტსკიმ კანადურ ტელევიზიაში სტუმრობისას მსოფლიოს ჰოკეის მიმართა
  • 61 წლის ლეგენდა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტად არის აღიარებული

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტად აღიარებულმა კანადელმა უეინ გრეტსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრების მსოფლიოს 2022 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არ უნდა დაუშვან. NHL-ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა აღნიშნული ინიციატივა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო წამოაყენა. 

"ვფიქრობ, საერთაშორისო ჰოკეიმ უნდა თქვას: "ჩვენ რუსებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას არ მივცემთ". ვთვლი, რომ ჩვენ, კანადელებმა ეს პოზიცია უნდა დავიკავოთ, რამეთუ თამაშები ედმონტონში ჩატარდება. 

უკრაინას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ, ჩვენ მათზე ვდარდობთ და მათთვის ვლოცულობთ. რამდენიმე უკრაინელ ნაცნობს ვესაუბრე, ისინი ნათესავების კიევიდან გაყვანას ცდილობენ. აქ საქმე მხოლოდ ჰოკეისტებს არ ეხება, უამრავი ადამიანია. 

გამიხარდა, როცა პოლონეთის საფეხბურთო გუნდის მოთამაშეების განცხადება მოვისმინე, რომ ისინი რუსების წინააღმდეგ არ ითამაშებენ," - თქვა 61 წლის ლეგენდამ

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი აგვისტოში კანადაში უნდა ჩატარდეს. ეს გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღეს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირის გამართვა 1 წლით გადადეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები