- კრივის ოთხი ძირითადი ორგანიზაცია რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს
- კრივი რუსეთში პოპულარულია და ღონისძიებები ხშირად იმართება
- მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია
კრივის სამყაროს ოთხმა ძირითადმა ორგანიზაციამ (WBC, WBA, WBO, IBF) ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო: უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთს ეკრძალება ამ ორგანიზაციების ღონისძიებების მიღება და მასპინძლობა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი კრივს ვეღარ უმასპინძლებს.
მათი ერთობლივი განცხადება: "რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ომმა კრივი უკრაინაში დაასრულა, ჩვენი ორგანიზაციები სიტუაციის შეცვლამდე უარს ვამბობთ, რომ ბრძოლები რუსეთში ჩავატაროთ."
კრივი რუსეთში ძალიან პოპულარულია და საკრივო ღონისძიებები ხშირად იმართება ხოლმე. თავის მხრივ, უკრაინას სპორტის ამ სახეობაში რამდენიმე საკულტო წარმომადგენელი ჰყავს - ოლეკსანდრ უსიკი და ძმები კლიჩკოები, რომლებიც პირადად არიან ჩართულები კიევის რუსებისგან დაცვაში. სამივე მათგანი მრავალგზის ჩემპიონი და ამ ორგანიზაციების მრავალი ქამარის მფლობელია. საკრივო საზოგადოება დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად რუსეთთან ყველა ტიპის თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
კომენტარები