Thumbnail

'რუსეთი ძლევამოსილი ქვეყანაა, როგორ გვიბედავენ' - კავაზაშვილი სანქციებზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

წარსულმა ცნობილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა, რომელიც დიდი ხანია, რაც რუსეთში ცხოვრობს, ფიფას და უეფას სანქციებზე ისაუბრა. 81 წლის კავაზაშვილი გაცოფებულია იმ სანქციებით, რაც რუსულ ფეხბურთს დაედო უკრაინაში შეჭრის გამო:

"რა სისულელეა. ასეთი წესები არასდროს ყოფილა, ახლა ყველაზე იოლია რუსეთი აგრესორად მონათლო. მთელი მსოფლიო ამას ამბობს, გაერომ ბრძანება გასცა, ახლა ეკონომიკური და სპორტული სანქციები შემოიღეს. ეს, რა სიბრიყვეა?! სად იგონებენ ასეთ რამეს, რას სჩადის უეფა. ეს რუსეთის დისკრიმინაციაა. ჩვენ ხო ძლევამოსილი ქვეყანა ვართ. როგორ გვიბედავენ ისინი ამას?"

ანზორ კავაზაშვილი ბათუმში დაიბადა, მას დინამო თბილისში, ზენიტში, მოსკოვის ტორპედოში, სპარტაკში და ქუთაისის ტორპედოში უთამაშია. სხვათა შორის, ის ახლაც ითვლება საპატიო ბათუმელად. სსრკ-ს ნაკრებში მან 29 მატჩი ითამაშა. ამას წინათ, IFFHS ანზორ კავაზაშვილი საქართველოს ყველა დროის ნაკრებში შეიყვანა. 

შეგახსენებთ, რომ ფიფასა და უეფას ერთობლივი გადაწყვეტილებით, რუსული კლუბები და ნაკრებები ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოიხსნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები