- IIHF-მ რუსეთს მკაცრი სანქციები დაადო
- 'მათთან თამაში აღარავის სურს' - რუსებს კერლინგიდანაც აძევებენ
- მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია
დღეს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მას მკაცრი სანქციები დაუწესა. სანქციებში ბელარუსიც მოყვა, რომელმაც რუსეთს თავისი ტერიტორია უკრაინაში შესაჭრელ პლაცდარმად დაუთმო.

IIHF-მ ყველა რუსულ კლუბსა და ნაკრებს, ყველა ასაკში გაურკვეველი ვადით შეუჩერა ასპარეზობის უფლება. რუსეთს ჩამოერთვა 2023 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ეს გადაწყვეტილება ძალაშია IIHF-ის კონტინენტური თასისთვის, რომელიც მარტში ტარდება (იქიდან ბელარუსული გომელი გარიცხეს). 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან (აპრილი) გარიცხეს რუსეთი და ბელარუსი. რაც მთავარია, 13-29 მაისს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერც ROC მიიღებს მონაწილეობას და ვერც ბელარუსის ნაკრები. რუსეთს შეუჩერეს მონაწილეობის უფლება ქალთა ტურნირებშიც, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატზეც, რომელიც აგვისტო-სექტემბერში უნდა გაიმართოს.
"ჩვენ შოკირებული ვართ იმ კადრებით, რასაც უკრაინაში ვხედავთ. მართალია, არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ ეს ძალიან მიუღებელია", - განაცხადა ლიუკ ტარდიფმა IIHF-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები