Thumbnail

'მსოფლიო შეძრწუნებულია' - რუსეთი და ბელარუსი მძლეოსნობაშიც მოკვეთეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რუსი და ბელარუსი ათლეტები საერთაშორისო ტურნირებზე ვეღარ გამოვლენ
  • გუნდურის შემდეგ რუსებს ინდივიდუალურ სახეობებშიც ბლოკავენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

მსოფლიო მძლეოსნობის საერთაშორისო ორგანიზაცია World Athletics-მა რუსი და უკრაინელი ათლეტები განუსაზღვრელი ვადით მოკვეთა საერთაშორისო ასპარეზიდან. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში, რაც კი იმას ნიშნავს, რომ რუსები და ბელარუსები ვერც World Athletics-ის ჩემპიონატში (დახურულ დარბაზში) მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ამ თვეში სერბეთში უნდა გაიმართოს. 

World Athletics-ის პრეზიდენტი სებასტიან კოუ: "მსოფლიო შეძრწუნებულია იმით, რაც რუსეთმა გააკეთა, რომელსაც ამაში ბელარუსი დაეხმარა. მსოფლიოს ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ უკრაინაში შეჭრა დიპლომატიური გზით აერიდებინათ, მაგრამ რუსეთმა ეს მაინც გაბედა. სპორტი უნდა დადგეს მაგრად, რომ მშვიდობა დავიბრუნოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები