Thumbnail

კრემლის თასი გაუქმდა, რუსები დევისის თასის გარეშე დარჩნენ - საჩოგბურთო სანქციები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რუსი ჩოგბურთელები დროშისა და ჰიმნის გარეშე ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ
  • კრემლის თასი 2022 გაუქმებულია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

დღეს საერთაშორისო ჩოგბურთის ორგანიზაციებმა (ATP, WTA, ITF, და დიდი სლემის ტურნირები) ერთობლივი განცხადება გააკეთეს სანქციებთან დაკავშირებით. გაუქმებულია ATP-ისა და WTA-ს ერთობლივი ტურნირი კრემლის თასი ოქტომბერში, რომლისთვისაც მოსკოვს უნდა ემასპინძლა. კრემლის თასის მოქმედი ჩემპიონები არიან ასლან კარაცევი (რუსეთი) და ანეტ კონტავეიტი (ესტონეთი).

რუსი ჩოგბურთელები ATP-ისა და WTA-ს ეგიდით ტურნირებზე მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ეროვნული სიმბოლიკისა და ჰიმნის გარეშე. რამდენი ხნით გაგრძელდება ეს სანქცია, ჯერ უცნობია. 

ITF-მა რუსეთი და ბელარუსი საერთაშორისო გუნდური ტურნირებიდან ჩახსნა. ასე რომ, რუსები ვერ დაიცავენ ტიტულს ვერც დევისის თასზე და ვერც ბილი ჯინ კინგის თასზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები