- ტაისონ ფიურიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა
- მას აპრილში რინგზე უკანასკნელად ვნახავთ
ახლა ამას თითქმის არავინ ელოდა: ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ კარიერას ამთავრებს.
მსოფლიოს ჩემპიონმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დილიან უაითთან ბრძოლის შემდეგ პროფესიულ კრივს დაემშვიდობება.
“34 წლის ვხვდები. ეს ჩემს კარიერაში ბოლო ბრძოლა იქნება. ამ ჩხუბის შემდეგ წავალ,” - განაცხადა ფიურიმ, რომელიც უაითს 23 აპრილს, “უემბლიზე” დაუპირისპირდება.
კრივის გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ფიური წელს ენტონი ჯოშუასა და ოლეკსანდრ უსიკს შორის გამარჯვებულთან იჩხუბებდა, მაგრამ 33 წლის ლეგენდარულმა მოკრივემ განაცხადა, რომ სურს, თავის მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად მეტი დრო გაატაროს.
ფიურის უკვე კონკრეტული გეგმებიც აქვს: “ბანკში 150 მილიონი დოლარი მაქვს, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ვარ. უდიდეს იახტას ვიყიდი,” - დასძინა მან.
ფიურიმ ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში იჩხუბა და 11 რაუნდის შემდეგ ამერიკელი დეონტეი უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა.
კომენტარები